ბროდვეიზე თეატრები 2020 წლის ბოლომდე არ გაიხსნება
ბროდვეიზე თეატრები 2020 წლის ბოლომდე არ გაიხსნება

ბროდვეიზე თეატრალური დარბაზები 2020 წლის ბოლომდე არ გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

როგორც „ბროდვეი ლიგის“ განცხადებაშია აღნიშნული, ყველა წარმოდგენა გაუქმდა და მაყურებლებს ნაყიდი ბილეთების დაბრუნება ან გადაცვლა შეეძლებათ. აღნიშნულის მიზეზი „კოვიდ-19“-ის პანდემიაა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე წლის ბოლომდე კონცერტების გაუქმების შესახებ ნიუ იორკის ცნობილ საკონცერტო დარბაზ „კარნეგი ჰოლში“ განაცხადეს.