„ბრივმა“ ბადრი ალხაზაშვილი დაიმატა - ქართველი კლუბში სამედიცინო ჯოკერის სტატუსით მივიდა 
„ბრივმა“ ბადრი ალხაზაშვილი დაიმატა - ქართველი კლუბში სამედიცინო ჯოკერის სტატუსით მივიდა 

საფრანგეთის უმაღლესი სარაგბო დივიზიონის „ტოპ 14“-ის (Top 14) დაწყებამდე „ბრივს“ (Brive) კვაჭის პოზიციაზე პრობლემა შეექმნა და „ლიონიდან“ (Lyon) სამედიცინო ჯოკერად ბადრი ალხაზაშვილი დაიმატა. ამავე პოზიციაზე მოთამაშე ვანო კარკაძესა და ტომას აკიეს ტრავმის გამო რამდენიმე თვით უწევთ უქმობა.


ალხაზაშვილი 2015 წლიდან „ტულონში“ (Toulon) ირიცხებოდა. 2019 წელს იგი „პროვანსში“ (Provance) ასპარეზობდა და სეზონის მიწურულს ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 2019 წელსვე ქართველი მორაგბე „ლიონში“ გადავიდა სადაც რვა მატჩში გამოჩნდა მოედანზე (ექვსი „ტოპ 14“-ში, ორი „ჩემპიონთა თასზე“). მას „ლიონთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, თუმცა, როგორც ჩანს, „ბრივში“ მეტი სათამაშო დრო ექნება.

ალხაზაშვილს „ბრივში“ გადასვლა ბექა გორგაძემ მიულოცა

ბადრის სანაკრებო დებიუტი 2016 წელს ჰქონდა და „ბორჯღალოსნების“ რიგებში ცხრაჯერ ითამაშა.

საგულისხმოა, რომ „ბრივში“ ალხაზაშვილის გარდა კიდევ რვა ქართველი თამაშობს – ვანო კარკაძე, ირაკლი ცხადაძე, სოსო ბეკოშვილი, ოთარ გიორგაძე, ალექსანდრე ზიბზიბაძე, ლუკა ჯაფარიძე, ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე.