ბრიუსელში წარმატებით დაეშვა თვითმფრინავი, რომელსაც ფრენისას ერთი ძრავა გაეთიშა
ბრიუსელში წარმატებით დაეშვა თვითმფრინავი, რომელსაც ფრენისას ერთი ძრავა გაეთიშა

Brussels Airlines-ის ლაინერი А-319, რომელსაც ფრენისას ერთი ძრავა გაეთიშა, წარმატებით დაეშვა ბრიუსელის აეროპორტში, არავინ დაშავებულა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრიუსელის აეროპორტიდან აფრენისას, ძრავაში ფრინველი მოხვდა, რამაც ის დააზიანა. პანიკის თავიდან აცილების მიზნით, მგზავრებს გამოუცხადეს, რომ ტექნიკური პრობლემის გამო, თვითმფრინავის კვლავ ბრიუსელში დაშვება უხდებოდათ.

Brussels Airlines-ის თვითმფრინავი ესპანეთში, ლას-პალმას-დე-გრან-კანარიაში მიფრინავდა და მის ბორტზე 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა.