ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი დევიდ მაკალისტერს შეხვდა
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი დევიდ მაკალისტერს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერს შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობას, ხელისუფლების მიერ ევროკომისიის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას და საქართველოს პარლამენტში ამ მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებს.

„აღინიშნა ამ პროცესში რეფორმების განხორციელების მნიშვნელობა. ხაზი გაესვა ევროპარლამენტის განგრძობით მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფების მიმართ, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე. ასევე, მინისტრმა ევროპარლამენტის წევრს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების გეგმებზე ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის მიმართულებით“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.