ბრიუსელში ულტრამემარჯვენეთა არასანქცირებულ დემონსტრაციასთან დაკავშირებით 43 ადამიანი დააკავეს

12:36, 16.09.2019

ბრიუსელში ულტრამემარჯვენეთა არასანქცირებულ დემონსტრაციასთან დაკავშირებით 43 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ულტრამემარჯვენეთა საპროტესტო აქცია „მარში ბრიუსელზე“ 15 სექტემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ბრიუსელის მერიამ პოლიციის რეკომენდაციის შესაბამისად აქციის გამართვის ნებართვა არ გასცა.

სამართალდამცველებმა პრევენციული ზომების ფარგლებში დააკავეს ათობით ადამიანი, რომლებიც პოლიციის ცნობით, არასანქცირებულ მსვლელობაში მონაწილეობას გეგმავდნენ.

ბრიუსელის მერიამ ასევე აკრძალა ულტრამემარჯვენეთა მსვლელობის საპასუხოდ ანტიფაშისტური ჯგუფის მიერ დაგეგმილი კონტრაქცია.

მსგავსი