ბრიუსელში უცნობმა პირმა პოლიციელი დაჭრა
ბრიუსელში უცნობმა პირმა პოლიციელი დაჭრა

ბრიუსელში უცნობმა პირმა პოლიციელი დაჭრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომხდარი სავარაუდოდ, „ისლამისტის თავდასხმა“ იყო, თუცა სამართალდამცავები დანაშაულის მოტივს ჯერ ვერ ასახელებენ.

ბოროტმოქმედმა სამართალდამცველი ბრიუსელის პოლიციის განყოფილების შენობასთან დღეს გამთენიისას დანით დაჭრა. ამის შემდეგ მას ცეცხლი მეორე პოლიციელმა გაუხსნა. შედეგად დამნაშავე დაიჭრა.

ბელგიური გამოცემა DH-ი იუწყება, რომ თავდამსხმელი „ალაჰუ აკბარს“ ყვიროდა. პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდასხმის მოტივზე საუბარი ნაადრევია.

დაჭრილი პოლიციელი და დამნაშავე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ბრიუსელს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სტუმრობს.