ბრიუსელში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ
ბრიუსელში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ

ბრიუსელში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Brussels Times ავრცელებს.

საპროტესტო აქციაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულების სამი პროფკავშირიდან ორი მონაწილეობს. ამგვარად გაფიცულია მძღოლების დაახლოებით 65%.

გაფიცვის გამო, ბრიუსელში დღეს მეტროპოლიტენის მხოლოდ ერთი ხაზი მუშაობს, არ გადაადგილდება ავტობუსების ნახევარი, რის გამოც მეტროსადგურებში და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე ხალხის რიგები წარმოიქმნა.

გაფიცვის ორგანიზატორები პერსონალის უკმარისობასა და საქალაქო ტრანსპორტის ტექნიკურ მდგომარეობას აპროტესტებენ.