ბრიუსელში საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მოხდა, პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა

18:33, 17.10.2026

ბრიუსელში სტუდენტების საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, არიან დაკავებულები. აქციაში დაახლოებით 600 ადამიანი მონაწილეობდა.

დემონსტრანტების ნაწილი სამართალდამცველებს სხვადასხვა საგანს ესროდა, რის შემდეგაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები დაიწყო.

პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

საპროტესტო აქცია გაიმართა ბელგიის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ლიეჟშიც. სტუდენტები ფრანგულენოვან საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ პრობლემებს აპროტესტებდნენ. მათი მოთხოვნები განათლების გაძვირებას, გადატვირთულ აუდიტორიებსა და სასწავლო მასალებზე ხელმისაწვდომობის სირთულეებს უკავშირდებოდა.

ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კვინტინმა განაცხადა, რომ „ბრიუსელში მიმდინარე მოვლენები უკვე აღარ არის უბრალოდ პროტესტი“ და  „არეულობის მონაწილეების წინააღმდეგ წესრიგის აღსადგენად ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული“.

მსგავსი