ბრიუსელში, საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა
ბრიუსელში, საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, „კოვიდ 19“-ის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო, საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება აუცილებელი გახდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ახალი რეგულაციის მიხედვით, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება სკვერებსა და ქუჩებშიც.

ბოლო მონაცემებით, ბელგიის დედაქალაქში ყოველდღიუად 100 000 მოსახლეზე საშუალოდ ვირუსის 50 შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ბელგიაში „კოვიდ 19“- ის 75 008 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 9 885 ადამიანი.

დატოვე კომენტარი