ბრიუსელში, მაღალსართულიან შენობაში ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაკარგულად ითვლება
ბრიუსელში, მაღალსართულიან შენობაში ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
„როიტერის“ ცნობით, დაღუპულები, რომელთა რაოდენობის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება, ორი ლიფტიდან ერთ-ერთში იპოვეს.
ადგილობრივი შრომის ინსპექციის განცხადებით, ხანძარი ბრუკერის მოედანზე, შენობაში გაჩნდა, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა.
„ჩვენ შეზღუდული წვდომა გვქონდა ლიფტის ორი კაბინეტიდან ერთ-ერთზე და იქ დავინახეთ, რომ ორი ან სამი გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იყო“, – განუცხადა სააგენტოს ინსპექციის წარმომადგენელმა ბრეხტ სპეიბრუკმა.
ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძრის გაჩენის დროს ადგილზე 200-ზე მეტი მუშა იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.