ბრიუსელში ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა 31 აგვისტოს გაიმართება
ბრიუსელში ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა 31 აგვისტოს გაიმართება

31 აგვისტოს ბრიუსელში აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები შეხვდებიან. ინფორმაციას ორივე მხარე ადასტურებს.

როგორც სომხეთის მთავრობაში განაცხადეს, „ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრის დღის წესრიგში დგას ის საკითხები, რომლებიც მანამდე განიხილებოდა“.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, შეხვედრა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით გაიმართება.

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ბოლოს 21 მაისს ბრიუსელში შეხვდნენ.