ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრა 10 მაისს გაიმართება

18:43, 07.05.2021

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრა 10 მაისს გაიმართება. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

მინისტრთა შეხვედრაზე ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იგეგმება.

გარდა ამისა, დღის წესრიგში დგას რუსეთთან ურთიერთობების, ავღანეთში აშშ-ის მიერ ჯარების გამოყვანის პროცესის დაწყების შედეგად შექმნილი სიტუაციის, ვენაში მიმდინარე ირანის ატომურ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისა და პალესტინაში გაუქმებული არჩევნების საკითხების განხილვა.

შეხვედრაზე იგეგმება კლიმატის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ჯონ კერის ჩართვაც.

შეხვედრას წარუძღვება საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი.

მსგავსი