ბრიუსელში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს
ბრიუსელში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს

ბრიუსელში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე სლოვენიის თავდაცვის მინისტრმა, მატეი ტონინმა განაცხადა, რომ დღეს მსჯელობა უკრაინის საზღვართან შექმნილ მდგომარეობას დაეთმობა.

„ყურადღებით უნდა ვიყოთ. ვფიქრობ, დღეს გვექნება მსჯელობა უკრაინის საზღვრებთან არსებულ მდგომარეობაზე და მივიღებთ შესაბამის ზომებს“, – აღნიშნა ტონინმა.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროპის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, შეხვედრაზე მინისტრები უკრაინის საზღვრებთან განვითარებულ პროცესებს წამოსწევენ წინ.

„დარწმუნებული ვარ მინისტრები წამოწევენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და უკრაინის საზღვრებთან განვითარებულ პროცესებს ნატო-ს გენერალურ მდივანთან ლანჩის ფორმატში შეხვედრის დროს. ეს სწორედ ის საკითხია, რომელში ჩართულობაც აუცილებელია“, – აღნიშნა ბორელმა.

დატოვე კომენტარი