ევროკავშირის სამიტზე სკრიპალის საქმეს განიხილავენ
ევროკავშირის სამიტზე სკრიპალის საქმეს განიხილავენ

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის სამიტი იხსნება, რომელზეც ევროპელი ლიდერები ყოფილი რუსი მზვერავის სერგეი სკრიპალის საქმეს განიხილავენ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურები ერთმანეთს სამ სხვადასხვა ფორმატში შეხვდებიან: თავდაპირველად გაიმართება ევროკავშირის 28 წევრის შეხვედრა, შემდეგ ისინი დიდი ბრიტანეთის გარეშე შეიკრიბებიან, სულ ბოლოს კი ევროზონის წვერი 19 სახელმწიფოს ლიდერის მოლპარაკებებია დაგეგმილი.

სამიტი დღეს ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყება. შემდეგ გაიმართება მოლპარაკებები, პრესკონფერენცია და სამუშაო ვახშამი. დღის წესრიგში არის უამრავი საკითხი. მათ შორის, 4 მარტს სოლსბერიში მომხდარი შემთხვევა. ასევე განიხილავენ ტრამპის მიერ ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე დაანონსებული საჯარიმო ტარიფების დაწესება.

სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით ევროკავშირმა გაერთიანებულ სამეფოს სოლიდარობა გამოუცხადა, თუმცა მოსკოვისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე ჯერ ბრიუსელში არ საუბრობენ.

ევროპელი ლიდერების წინაშე დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარდგება. როგორც გამოცემა Politico-ი იუწყება. ტერეზა მეი ღიად განაცხადებს, რომ რუსეთის უგუნური ქმედებები და საერთაშორისო წესრიგის უპატივცემლობა მთელ ევროპას უქმნის საფრთხეს.