ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი იწყება
ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი იწყება

ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი იწყება. როგორც გერმანიის კანცლერმა სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, განხილვის მთავარი თემები პოლონეთში არსებული ვითარება, ბელარუსი და კლიმატური ცვლილებები იქნება.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ვიმსჯელებთ, რა ფორმის ეკონომიკური სანქციების დაწესება შეგვიძლია, რომ კიდევ ერთხელ ნათლად ვთქვათ  – ვგმობთ ადამიანების ტრეფიკინგს, რომელსაც სახელმწიფო უჭერს მხარს“, – განაცხადა მერკელმა ბელარუსზე საუბრის დროს.