ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრა გაიმართება
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრა გაიმართება

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრა გაიმართება.

ევროპული ქვეყნების პირველი დიპლომატების შეკრება ახლო აღმოსავლეთში ვითარების უკიდურესად დაძაბვას უკავშირდება. დღის მეორე ნახევარში დაგეგმილ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრები ლიბიაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრებენ.

შეხვედრამდე კი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის თავიდან ასარიდებლად ევროპულ სახელმწიფოებს ერთიანი სტრატეგიის შემუშავება შესთავაზა.

ახლო აღმოსავლეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავიაიერიშის შედეგად ირანელი სამხედრო მაღალჩინოსანი, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია განახორციელა. საპასუხოდ ოფიციალურმა თეირანმა ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმები განახორციელა.