ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა განახლდა
ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა განახლდა

ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა განახლდა, რომელზეც მათ ევროპული ინსტიტუტების ხელმძღვანელობის კანდიდატები უნდა შეათანხმონ. 30 ივნისსა და 1 ივლისს გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

ბრიუსელში უნდა გადაწყდეს, ვინ უხელმძღვანელებს ევროკომისიას, ევროპულ საბჭოს, ევროპარლამენტს, ევროპის ცენტრალურ ბანკსა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ევროკომისიის ხელმძღვანელის პოსტზე მთავარ კანდიდატად ფრანს ტიმერმანსი განიხილება, თუმცა მისი კანდიდატურის წინააღმდეგი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები არიან. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე კრისტალინა გეორგიევა განიხილება, ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელად კი, მარგრეტ ვესტაგერის ან შარლ მიშელის კანდიდატურები.

დატოვე კომენტარი