ბრიუსელში, ევროატლანტიკური საბჭოს სხდომაზე დღეს ალექსეი ნავალნის მოწამვლის საკითხს განიხილავენ
დღეს ბრიუსელში ევროატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამლვის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ნატო-ს გენერალური მდივნის პრესმდივანი ოანა ლანგესკუ წერს.
მისი ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხომის შემდეგ იენს სტოლტენბერგი მედიასთან განცახდებას გააკეთებს. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა ელჩების დონეზე გაიმართება.
მანამდე, ევროკავშირმა ნავალნის მწამლვის საქმეზე სანქციების დაწესება არ გამორიცხა და პარტნიორებს ერთობლივი საერთაშორისო რეაგირებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, 2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს.
📣#NATO Secretary General @jensstoltenberg will address the press after the meeting of the North Atlantic Council at Ambassadorial level on the #Novichok attack on Alexey Navalny tomorrow around 12.30pm.
The event will be live-streamed on NATO website.
➡️https://t.co/K0IWmgc6SZ pic.twitter.com/IcPtxbtddx— Oana Lungescu (@NATOpress) September 3, 2020