ბრიუსელში ერთ-ერთი სადგურიდან ევაკუაცია განხორციელდა
ბრიუსელში ერთ-ერთი სადგურიდან ევაკუაცია განხორციელდა

ბრიუსელის სამხრეთის სადგურიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ამის მიზეზად პოლიციაში საეჭვო ნივთის აღმოჩენის შესახებ შეტყობინება იქცა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმხილველები ყვებიან, რომ სადგურის ტერიტორიაზე აფეთქების მსგავსი ხმა გაისმა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. გამოცემა Daily Star-ი წერს, რომ ხალხი პანიკაში იყო და სადგურის შენობას ტოვებდა.