ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალი 15 ნოემბერს გაიმართება

20:28, 10.11.2021

15 ნოემბერს ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება. შესაბამის ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, მინისტერიალის მონაწილეები განიხილავენ პარტიორობის განვითარების გზებს და იმის უზრუნველყოფას, რომ პროგრამამ მოსახლეობას სარგებელი მოუტანოს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მმართველობისა და ინვესტიციების საკითხს, ასევე პარტნიორობის მდგრადობის გაძლიერებას, აღდგენასა და რეფორმებს.

მინისტერიალი 15 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტამდე გაიმართება.

ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მონაწილეები არიან საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი და სომხეთი. ბელარუსმა ივნისში „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ მონაწილეობა შეაჩერა.

მსგავსი