ბრიუსელში აცხადებენ, რომ ევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის ნახევარზე მეტი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად არის აცრილი
ბრიუსელში აცხადებენ, რომ ევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის ნახევარზე მეტი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად არის აცრილი

ევროკავშირში 200 მილიონამდე ადამიანი უკვე სრულად არის აცრილი „კოვიდ-19“-ის ვირუსის წინააღმდეგ, – „გარდიანის“ ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ეს ზრდასრული მოსახლეობის თითქმის ნახევარზე მეტია, თუმცა მიზანს ზაფხულისთვის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია წარმოადგენდა.

ამასთან, როგორც ევროკავშირში აცხადებენ, წევრმა სახელმწიფოებმა დონაციის სახით, ვაქცინის ჭარბი მარაგიდან, მხოლოდ მცირე წილი გაიღეს ღარიბი ქვეყნებისთვის.

დატოვე კომენტარი