ბრიუსელში დაგეგმილი სამიტის დასრულებისთანავე, ბრიტანეთში პარლამენტის საგანგებო სხდომა გაიმართება

12:49, 09.10.2019
LONDON, ENGLAND - FEBRUARY 01: The Elizabeth Tower, commonly known as Big Ben stands near the Houses of Parliament on February 1, 2017 in London, England. The European Union (notification of withdrawal) bill that will trigger article 50 is being debated by MPs over two days. The vote will take place on tomorrow evening. Labour MPs are subject to a three-line whip after Jeremy Corbyn urged his party to vote for Article 50. (Photo by Jack Taylor/Getty Images)

ბრიუსელში 17-18 ოქტომბერს დაგეგმილი სამიტის დასრულებისთანავე, ბრიტანეთში პარლამენტის საგანგებო სხდომა გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.

17-18 ოქტომბრის სამიტი ბრექსიტის გადამწყვეტ სამიტად ითვლება. სწორედ ამ დროისთვის უნდა შეძლონ ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ბრექსიტთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა.

იმ შემთხვევაში, თუ სამიტზე მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, ბრიტანეთის პრემიერი დოკუმენტს დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. იმ შემთხვევაში კი, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, პარლამენტი ორ ვარიანტს განიხილავს, ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვებას ან ბრექსიტის მოქმედების სრულ შეწყვეტას.

ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს.

მსგავსი