ბრიუსელში 13 მაისს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი გაიმართება
ბრიუსელში 13 მაისს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი გაიმართება

ბრიუსელში 13 მაისს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი გაიმართება. შეხვედრაში ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პატნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას.

სამიტი ევროპული საბჭოს პრეზიდნეტის, დონალდ ტუსკის მასპინძლობით, სადილით დასრულდება.

როგორც ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური იტყობინება, 14 მაისს კი, ევროკომისიაში „აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი“ მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება.

სამიტზე მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ, რომელიც 2019 წელს დაარსებიდან ათი წლსითავს აღნიშნავს. მონაწილეები 2020 წლამდე შესასრულებელი 20 ამოცანის დღის წესრიგს განიხილავენ. ასევე მომავალი თანამშროლობის პერსპექტივებზე იმსჯელებენ.