ბრიუსელის პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა
ბრიუსელის პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა

ბრიუსელის პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დემონსტრაციაში საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულები მონაწილეობდნენ. ისინი ბიულეტენების სისტემის ცვლილებას აპროტესტებდნენ, რომლის თანახმადაც საჯარო სფეროში დასაქმებულები ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, კუთვნილი შვებულების დღეებს მომავალ წელს ვერ გამოიყენებენ.

შესაბამისი ცვლილებები 2019 წლის 1-ლი იანვრიდან შედის ძალაში.

საპროტესტო აქციაში მონაწილე მეხანძრეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, რის გამოც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრაციისას დაშავდნენ  პოლიციელი, მეხანძრე და ფოტოგრაფი.