„ბრიუგემ“ ბელგიის ჩემპიონატში 2020/21 წლების სეზონი ვადაზე ადრე მოიგო. „ანდერლეხტთან“ გამართული უხვგოლიანი მატჩის შემდეგ (3:3) კლუბმა ქვეყნის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.
საფინალო ტურამდე ერთი მატჩით ადრე „ბრიუგე“ 44 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე „გენკია“ (41 ქულა), მესამე პოზიციაზე კი „ანდერლეხტი“ იმყოფება (33 ქულა).
თუ „გენკი“ ქულებით გაუთანაბრდება „ბრიუგეს“, გამარჯვებული მაინც ეს უკანასკნელი იქნება, რადგან უკეთესი მაჩვენებლები აქვს.
ბელგიის დედაქალაქის გუნდმა ქვეყნის ჩემპიონობა 17-ჯერ მოიპოვა.