ჰალანდი რვაჯერ უსწრებს ჩემპიონთა ლიგაზე მესის ბომბარდირულ გრაფიკს
ჰალანდი რვაჯერ უსწრებს ჩემპიონთა ლიგაზე მესის ბომბარდირულ გრაფიკს

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „დორტმუნდმა“ 3:0 დაამარცხა „ბრიუგე“. შეხვედრაში დუბლი შეასრულა ერლინგ ჰალანდმა.

20 წლის ნორვეგიელ ფორვარდს ჩემპიონთა ლიგის 12 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ისტორიაში ამ რაოდენობის თამაშებისთვის.

შედარებისთვის, „ბარსელონას“ კაპიტანს ლიონელ მესის ჩემპიონთა ლიგაზე თავის პირველ 12 მატჩში ორი გოლი ჰქონდა გატანილი, „იუვენტუსის“ ფორვარდს კრიშტიანო რონალდოს – არც ერთი.

„ბრიუგესთან“ მატჩის შემდეგ, ჰალანდმა ჩემპიონთა ლიგაზე გოლების რაოდენობით გაუსწრო რონალდოსა და ზინედინ ზიდანს, რომლებმაც კარიერაში ამ ტურნირზე 14-14 გოლი გაიტანეს. ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები არიან – კრიშტიანო რონალდო (132) და ლიონელ მესი (118).