„ბრითიშ ეარვეისის“ პილოტების გაფიცვის გამო 1500 რეისი გადაიდო
„ბრითიშ ეარვეისის“ პილოტების გაფიცვის გამო 1500 რეისი გადაიდო

ავიაკომპანია „ბრითიშ ეარვეისის“ პილოტების გაფიცვის გამო 1500 რეისი გადაიდო. ინფორმაციას „ტელეგრაფი“ (The Telegraph) ავრცელებს. ავიაკომპანიამ მოუწოდა მგზავრებს, არ მივიდნენ აეროპორტებში, ვიდრე მათ ალტერნატიულ გზას არ შესთავაზებენ.

ვარაუდობენ, რომ პილოტების გაფიცვის გამო 280 ათასი მგზავრი დაზარალდება. პილოტების მთავარი მოთხოვნა ანაზღაურების გაუმჯობესებაა.

ეს „ბრითიშ ეარვეისის“ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გაფიცვაა.