ბრიტანული პრესა - ევროკავშირის ლიდერები ცდილობენ, ტერეზა მეი ბორის ჯონსონისგან გადაარჩინონ  
ბრიტანული პრესა - ევროკავშირის ლიდერები ცდილობენ, ტერეზა მეი ბორის ჯონსონისგან გადაარჩინონ  

ბრიტანული გამოცემები წერენ, რომ ევროკავშირის ლიდერები მზად არიან, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პირობაზე წავიდნენ, წინააღმდეგ შეთხვევაში შიშობენ, რომ ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა შესაძლოა, თანამდებობიდან გადააყენოს.

ოქტომბერში კონსერვატიული პარტიის კონფერენციაა დაგეგმილი, სადაც ბორის ჯონსონი „ბრექსითზე“ მოხსენებას წარადგენს.

გამოცემა iNews-ი წერს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ოპერაცია „გადაარჩინე ტერეზა“ დაიწყეს და მასთან შეთანხმების მიღწევას ცდილობენ.

ევროკავშირში შიშობენ, რომ „ბრექსითის“ მოლაპარაკებების ჩაშლა ტერეზა მეის გადადგომას ნიშნავს და პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ბორის ჯონსონი დაიკავებს, რაც ბრიტანეთსა და ევროპაში ქაოსს გამოიწვევს.

მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენელმა, მიშელ ბარნიემ თქვა, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლაზე შეთანხმება შესაძლოა, 6-8 კვირაში იქნას მიღწეული. ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის მარტში უნდა დატოვოს.