ბრიტანული მედიის ინფორმაციით, „ლივერპული“ ახლოსაა, მთავარ მწვრთნელად რუბენ ამორიმი დანიშნოს #1TVSPORT
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, „ლივერპული“ მიმდინარე კვირაში რუბენ ამორიმთან შეთანხმებას მიაღწევს და პორტუგალიელი სპეციალისტი მომდევნო სეზონიდან მერსისაიდული გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდება.
„ლივერპულის“ ამჟამინდელმა დამრიგებელმა, იურგენ კლოპმა გადაწყვიტა, სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი დატოვოს. როგორც გერმანელი აცხადებს, დასვენება სჭირდება.
რაც შეეხება რუბენ ამორიმს, 39 წლის სპეციალისტი პორტუგალიურ „სპორტინგს“ 2020 წლიდან წარმატებით წვრთნის. მასთან ერთად გუნდმა პორტუგალიის ჩემპიონატი და სამჯერ ქვეყნის თასი მოიგო.
ამორიმი ახალი თაობის საფეხბურთო მწვრთნელებიდან ერთ-ერთ ყველაზე იმედის მომცემად ითვლება და მისი გადაბირება არაერთ გრანდს სურდა.
„ლივერპული“ პორტუგალიელის აგენტთან გასულ კვირას აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა, ინგლისელები რუბენ ამორიმს სამწლიან კონტრაქტს სთავაზობენ. ასევე ცნობილია, რომ „სპორტინგისთვის“ ინგლისურ კლუბს 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.