მედიის ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში 100-ზე მეტი ჯარისკაცისგან შემდგარი ელიტური სპეციალური დანიშნულების რაზმი გაგზავნა
მედიის ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში 100-ზე მეტი ჯარისკაცისგან შემდგარი ელიტური სპეციალური დანიშნულების რაზმი გაგზავნა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში 100-ზე მეტი ჯარისკაცისგან შემდგარი ელიტური სპეციალური დანიშნულების რაზმი გაგზავნა, რომლებიც იმუშვებენ სამხედრო მრჩევლებად და უკრაინულ სპეციალურ ძალებს გაწვრთნიან.

ბრიტანული გამოცემა „მირორისცნობით, გაერთიანებული სამეფოს ელიტარული სპეცრაზმის გაგზავნა ოფიციალურმა ლონდონმა უკრაინაში რუსეთის პოტენციური შეჭრის „გარდაუვალი საშიშროების“ გამო გადაწყვიტა.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან არსებული მუქარა ნატო-ს ქვეყნების მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს.

უკრაინაში კრემლის „შეჭრის გარდაუვალობის“ გამო, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა არსებული სიტუაცია განიხილეს.

საუბრისას მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნების სრულად უნდა იყვნენ დაცულები „რუსული მავნე ქმედებებისგან“. სწორედ ამის გამო, უკრაინაში ელიტარული ბრიტანული სპეცრაზმის 100-ზე მეტი მებრძოლი გაგზავნეს.

აღნიშნული დანაყოფი დახმარებას გაუწევს უკრაინის სპეცრაზმის მომზადებას მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლის ტაქტიკაში, სნაიპერულ სროლასა და დივერსიაში.

„უკრაინელი სამხედროების დასახმარებლად და კონსულტაციების მიზნით რეგიონში ბრიტანული სპეცრაზმი გადაისროლეს. მათ აქვთ უნარების ფართო სპექტრი, რაც უდავოდ გამოადგება უკრაინულ შეიარაღებულ ძალებს“, – აღნიშნავს გამოცემა.