ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ბრიტანეთი შავ ზღვაში ორ სამხედრო ხომალდს გზავნის

12:43, 18.04.2021

ბრიტანეთი შავ ზღვაში ორ სამხედრო ხომალდს გზავნის.

ბრიტანული გამოცემა „თაიმსის“ ინფორმაციით, სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების საესკადრო ნაღმოსანი და ფრეგატი ხმელთაშუა ზღვაში მყოფ დამრტყმელ ჰგუფს გამოეყოფა და შავ ზღვაში მაისში შევა.

გამოცემა წერს, რომ უკრაინის სანაპიროზე სამხედრო ხომალდების გაგზავნა არის კიევის და ნატო-ს რეგიონული მოკავშირეების მიმართ სოლიდარობის ნიშანი მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შავ ზღვაში ამერკული სამხედრო ხომალდების გაგზავნის გადაწყვეტილება შეცვალა.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საფრთხის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი მზად არის რეგიონში სხვა სამხედრო ტექნიკის გასაგზავნად.

მსგავსი