ბრიტანული გამოცემა - ჩაკვეტაძეს „ევერტონი“ იწვევს, „უოტფორდში“ იმედოვნებენ, რომ ქართველი დარჩება #1TVSPORT
ბრიტანული გამოცემა - ჩაკვეტაძეს „ევერტონი“ იწვევს, „უოტფორდში“ იმედოვნებენ, რომ ქართველი დარჩება #1TVSPORT

„გიორგი ჩაკვეტაძე „ჰალ სიტისთან“ მატჩამდე დაშავდა“, – ამ სათაურით გამოაქვეყნა წერილი გამოცემა the72-მა.

„ქართველი შემტევი ნახევარმცველი სამედიცონო შემოწმებას ჩაიტარებს, რადგან ბოლო დროს მას ფეხის თითზე პრობლემები აქვს.

25 წლის ჩაკვეტაძე მიმდინარე სეზონში „ჰორნეტსის“ მთავარი მოთამაშეა და ყველა ტურნირზე 41 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. მას კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე აკავშირებს.

„უოტფორდში“ იმედოვნებენ, რომ ჩაკვეტაძე „ჰალ სიტის“ წინააღმდეგ სათამაშოდ მზად იქნება. მაგრამ გარისკვა არ სურთ. ის ტომ კლევერლის გუნდის ღირებული წევრია.

„ჰორნეტსში“ ლოცულობენ, რომ ქართველი ნახევარმცველი ზაფხულში შეინარჩუნონ. Football League World-ის ცნობით, ის „ევერტონის“ სამიზნეშია. რამდენიმე თვის წინ, ახალი კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ კლევერლიმ თქვა, რომ ჩაკვეტაძე პროფესიონალიზმის ფანტასტიკური მაგალითია ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის“.