დიდ ბრიტანეთში წიგნის „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” პირველი გამოცემა მოიპარეს

21:21, 17.01.2018

დიდ ბრიტანეთში ჯოან როულინგის წიგნის, „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა”, პირველი გამოცემა მოიპარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, წიგნი 40 000 ფუნტ სტერლინგად იყო შეფასებული. გადარჩენილი ბიჭის ისტორია, რომელმაც მილიონობით ადამიანის გული მოიგო, უკვე 21-წლიან ისტორიას ითვლის.

ჰარი პოტერის პირველი წიგნი “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” 1997 წლის 26 ივნისს გამოიცა.

მსგავსი