ბრიტანეთში უკონტრაქტო ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები შეადგინეს
ბრიტანულმა გაზეთმა სანმა (The Sun) შეადგინა სიმბოლური ნაკრები იმ ფეხბურთელებისგან, რომლებიც ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტები გახდებიან.
ნაკრებში 18 მოთამაშეა – 11 სასტარტო შემადგენლობაში და შვიდი სათადარიგოთა სკამზე.
ძირითადი შემადგენლობა: ჯანლუიჯი ბუფონი (პსჟ), ფილიპე ლუიში (ატლეტიკო), ვენსან კომპანი (მანჩესტერ სიტი), დავიდ ლუიში (ჩელსი), დანი ალვეში (პსჟ), ჯეიმს მილნერი (ლივერპული), ანდერ ერერა (მანჩესტერ იუნაიტედი), ადრიენ რაბიო (პსჟ), მარიო ბალოტელი (მარსელი), დენი უელბეკი (არსენალი), იასინ ბრაიმი (პორტუ).
სათადარიგოები: ვილი კაბალიერო (ჩელსი), გარი კეჰილი (ჩელსი), ხუან მატა (მანჩესტერ იუნაიტედი), ექტორ ერერა (პორტუ), ალან ძაგოევი (ცსკა), არიენ რობენი (ბაიერნი), დანიელ სტარიჯი (ლივერპული).
“ეს გუნდი შეძლებდა მომდევნო სეზონში პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლას”, – წერია გაზეთის ოფიციალურ “ტვიტერში”.