ბრიტანეთში შტორმ „არვენის“ შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ბრიტანეთში შტორმ „არვენის“ შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

დიდ ბრიტანეთში შტორმ „არვენის“ შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა. სტიქიამ დიდი ბრიტანეთის ნაწილი უხვი ნალექი გამოიწვია.

უამინდობის გამო შოტლანდიაში 80 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

შტორმმა სანაპიროზე ძლიერი ღელვა გამოიწვია. 120 სატვირთო მანქანა კი, თოვლში გაიჭედა.

სინოპტიკოსების პროგნოზით ძლიერი ქარი, თოვლი და ყინვა დიდი ბრიტანეთში კიდევ შენარჩუნდება.