ბრიტანეთში სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს

11:58, 01.05.2018

ბრიტანელმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს, რომელიც ქვეყანაში საფრანგეთიდან ჩავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცი პოლიციამ ქალაქ ფოლკსტონში, ავტობუსიდან ჩამოსვლისას დააკავა და კენტის საგრაფოს პოლიციის დეპარტამენტში, დასაკითხად გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება სირიასთან მის კავშირს.

მსგავსი