ბრიტანეთში რუსეთის ელჩი, ანდრეი კელინი აცხადებს, რომ უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდებამ, შესაძლოა, ომის ესკალაცია გამოიწვიოს

13:40, 29.05.2023
Andrey Kelin, Permanent  Representative  of the Russian Federation to the Permanent Council of the Organization for Security and Cooperation in Europe, OSCE,  leves after a statement  at the Hofburg palace in Vienna, Austria, Monday, March 3, 2014. (AP Photo/Ronald Zak)

დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კელინის თქმით, უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდებამ, შესაძლოა, ომის ესკალაცია გამოიწვიოს.

„რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან ეს ესკალაცია შეიძლება, გადავიდეს ახალ განზომილებაში, რომელიც ჩვენ არ გვჭირდება და არ გვინდა. ჩვენ ხვალაც შეგვიძლია შერიგება“, – განაცხადა კელინმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში.

დიპლომატის თქმით, რუსეთი უკრაინას 16-ჯერ აღემატება და ისინი უზარმაზარ რესურსებს ფლობენ, თუმცა ჯერ კიდევ არ გადასულან სერიოზულ მოქმედებებზე.

ამასთან, კელინმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ კონფლიქტის გაგრძელება დამოკიდებულია ომის ესკალაციის ძალისხმევაზე, რომელსაც ნატო-ს ქვეყნები, განსაკუთრებით კი, დიდი ბრიტანეთი ახორციელებს.

ელჩის აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა უკრაინის ერვონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის ინტერვიუ, რომელმაც აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, უკრაინა კონტრშეტევას მალე დაიწყებს.

მსგავსი