ბრიტანეთში, ქალაქ ბრისტოლში მდებარე საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

15:44, 03.05.2026
Detail of a Metropolitan Police car in the UK

Detail of a Metropolitan Police car in the UK

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ბრისტოლში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, დაღუპულია ორი ადამიანი. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

პოლიციამ ინციდენტი შეაფასა, როგორც „საეჭვო“ და ქალაქში „მასშტაბური საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა.

ამჟამად ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მიმდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს ქალაქის კიდევ ერთ უბანში, რომელიც შესაძლოა, დაკავშირებული იყოს აღნიშნულ შემთხვევასთან. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.

მსგავსი