ბრიტანეთში ორმეტრიანი სოციალური დისტანცირების წესი ერთმეტრიანით იცვლება
ბრიტანეთში ორმეტრიანი სოციალური დისტანცირების წესი ერთმეტრიანით იცვლება

ინგლისში რესტორნები, ლუდხანები და სასტუმროები 4 ივლისიდან გაიხსნება. ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსი გამო დაწესებული შეზღუდვები ასევე შემსუბუქდება საპარიკმახეროებში, კინოთეატრებში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, ღია სავარჯიშო დარბაზებში და სათამაშო მოედნებზე. შეზღუდვები ძალაში რჩება ღამის კლუბებთან, დახურულ სავარჯიშო დარბაზებთან და საცურაო აუზებთან მიმართებაში.

ასევე, აკრძალული იქნება თეატრალური წარმოდგენებისა და კონცერტების გამართვა. ახლა უკვე ორზე მეტი ოჯახის წევრებს შეუძლიათ, შეხვდნენ შიდა სივრცეში დისტანციის დაცვით. სხვადასხვა ოჯახის ექვსი ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს შეუძლია, შეხვდეს გარე სივრცეში.

ღვთისმსახურების ადგილები კვლავ გაიხსნება ლოცვისთვის, მათ შორის ქორწილებისთვის, მაქსიმუმ 30 ადამიანის დასწრებით.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ორმეტრიანი სოციალური დისტანცირების წესი იცვლება და დისტანციის ერთი მეტრით დაცვა იქნება სავალდებულო.