ბრიტანეთში ოქსფორდის უნივერსიტეტის და „ასტრა ზენეკას“ ვაქცინის ფართომასშტაბიან გამოყენებას წლის ბოლოსთვის დაიწყებენ
ბრიტანეთში ოქსფორდის უნივერსიტეტის და „ასტრა ზენეკას“ ვაქცინის ფართომასშტაბიან გამოყენებას წლის ბოლოსთვის დაიწყებენ

ბრიტანეთში ოქსფორდის უნივერსიტეტის და „ასტრა ზენეკას“ ვაქცინის ფართომასშტაბიან გამოყენებას 2020 წლის ბოლოსთვის დაიწყებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „სანდი თაიმსი“ ავრცელებს.

ბრიტანეთის პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრისას, ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯონათან ვან-თამმა თქვა, რომ კვლევების მიხედვით, ვაქცინა ინფექციას გაანეიტრალებს და მისი გამოყენება შობამდე დაიწყება.

ვაქცინის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზის შედეგები ნოემბრის ბოლომდე გასაჯაროვდება. ვარაუდობენ, რომ ვაქცინას პირველ რიგში ბრიტანეთის მოსახლეობის ყველაზე დაუცველი კატეგორია – მოხუცები და დაავადებული ადამიანები მიიღებენ.