დიდ ბრიტანეთში, ნოემბრის თვეში დაფიქსირებულმა ინფლაციამ ექვსწლიანი რეკორდი მოხსნა
დიდ ბრიტანეთში, ნოემბრის თვეში დაფიქსირებულმა ინფლაციამ ექვსწლიანი რეკორდი მოხსნა

დიდ ბრიტანეთში, ნოემბრის თვეში დაფიქსირებულმა 3.1%-მა ინფლაციამ ექვსწლიანი რეკორდი მოხსნა. ბრექსიტის მოლაპარაკებების ფონზე კი, იმპორტულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასები სულ უფრო იზრდება.

ექსპერტების განცხადებით, ბრიტანეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროზონისას. ამასთან, ინფლაციის სამიზნე დონე გაერთიანებულ სამეფოში მხოლოდ ორ პროცენტს შეადგენს. ახლა ინგლისის ბანკს მოუწევს წარადგინოს გეგმა, თუ როგორ აპირებს ფასების შენარჩუნებას.