დიდ ბრიტანეთში მარტოობის მინისტრი დაინიშნა
დიდ ბრიტანეთში მარტოობის მინისტრი დაინიშნა

დიდ ბრიტანეთში მარტოობის მინისტრის თანამდებობა გაჩნდა. სამინისტროს პარლამენტის სპორტისა და სამოქალაქო საზოგადოების საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ტრეისი კრაუჩი უხელმძღვანელებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, ძალიან ბევრი ადამიანისთვის მარტოობა თანამედროვე ცხოვრების სევდიან რეალობას წარმოადგენს. ტერეზა მეი ამბობს, რომ ამ პრობლემასთან ბრძოლა სურთ, რათა დაეხმარონ იმ ხანდაზმულ ადამიანებს, ვინც ახლობლები დაკარგა.

ტერეზა მეის თქმით, ეს პოსტი მარტოობასთან ბრძოლის კომისიის რეკომედნაციით შეიქმნა.

„წითელი ჯვრის“ მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში 9 მილიონი ადამიანი იტანჯება მარტოობით. „წითელ ჯვარში“ ამ მდგომარეობას „ფარულ ეპიდემიას“ უწოდებენ.