ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების 210 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების 210 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 210-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

განახლებული მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით უკვე 32 065 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულთა რიცხვი კი, ჯამში 223 060-ს აღწევს.

ქვეყანაში ახალ კორონავირუსზე ტესტირება დაახლოებით 1,5 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.