ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება შესაძლოა, მომდევნო კვირიდან დაიწყონ
ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება შესაძლოა, მომდევნო კვირიდან დაიწყონ

დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება შესაძლოა, მომდევნო კვირიდან დაიწყონ. „როიტერის“ ცნობით, კომპანია „ბიოენტექისა“ და „ფაიზერის“ მიერ შექმნილი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ავტორიზაცია შესაბამისმა ორგანომ შესაძლოა, შემდეგი კვირის განმავლობაში გასცეს.

წამლებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელ ორგანოში ვაქცინის ავტორიზაციის ოფიციალური განაცხადა ბრიტანეთში 20 ნოემბერს წარადგინეს.

„როიტერი“ წერს, რომ ქვეყანას ვაქცინის 40 მილიონი დოზა აქვს შეძენილი.