ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შტამით ინფიცირების კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა
ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შტამით ინფიცირების კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა

ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შტამით ინფიცირების კიდევ ორი შემთხვევის შესახებ განაცხადეს.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანის, მეთ ჰენკოკის თქმით, კორონავირუსული ინფექციის ორი ახალი შემთხვევა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან არის დაკავშირებული.

აღნიშნული ადამიანები იმ პირთა კონტაქტებს განეკუთვნებიან, რომლებიც რამდენიმე კვირის წინ ბრიტანეთში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩავიდნენ.

მეთ ჰენქოქის თქმით, ახალი შტამით ინფიცირებულები და მათი კონტაქტები კარანტინში იმყოფებიან.

„ეს ახალი ვარიანტი ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ის უფრო გადამდებია და, როგორც ჩანს, უფრო მეტი მუტაცია მოახდინა, ვიდრე იმ ახალმა ვარიანტმა, რომელიც ბრიტანეთში მანამდე აღმოაჩინეს“, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მდივანმა.