ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 5 587 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 5 587 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში, ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 5 587 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 96 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის ოთხ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 126 359 ადამიანი.

ასევე, ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 26-მა მილიონმა ადამიანმა უკვე გაიკეთა.