დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 3 539 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ქვეყნისთვის 17 მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის ექვსი ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 361 677 შემთხვევა, მათ შორის 41 614 ლეტალური აღმოჩნდა.