ბრიტანეთში კორონავირუსს 28 წლის ორსული მედდა ემსხვერპლა, ექიმებმა მისი შვილის გადარჩენა შეძლეს
ბრიტანეთში კორონავირუსს 28 წლის ორსული მედდა ემსხვერპლა, ექიმებმა მისი შვილის გადარჩენა შეძლეს

ლონდონში კორონავირუსით 28 წლის ორსული მედდა მერი აგიაპონგი გარდაიცვალა. მედდას კორონავირუსი 5 აპრილს დაუდასტურდა, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ის 7 აპრილს გადაიყვანეს.

ექიმების გადაწყვეტილებით აგიაპონგს სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ბავშვის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელი, თუმცა უცნობია, აქვს თუ არა ახალშობილს კორონავირუსი.

როგორც ეროვნული ჯანდაცვის სერვისი იუწყება, მერის კოვიდ-19 საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე გადაედო და არა საავადმყოფოში მუშაობისას.

მერი აგიაპონგი ხუთი წლის განმავლობაში ლუტონის და დანსტებლის საუნივერსისტეტო ჰოსპიტალში მუშაობდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.