ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 12-ით გაიზარდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსით 32 ადამიანია ინფიცირებული. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ვარაუდობს, რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ბორის ჯონსონი კორონავირუსთან დაკავშირებით ხვალ მთავრობის საგანგებო სხდომას გამართავს. პრემიერი ამბობს, რომ ქვეყანას ვირუსთან გამკლავების ყველა რესურსი აქვს. ბორის ჯონსონის თქმით, განიხილება სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტა და საჯარო ღონისძიებების გაუქმება.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის მთავრობა პენსიაზე გასულ ექიმებს კვლავ გამოიძახებს. ისინი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში იქნებიან ჩართულები.