ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 60 000-ს გადასცდა
ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 60 000-ს გადასცდა

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 60 000-ს გადასცდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის შედეგად 414 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში გამოვლენილია 14 879 ახალი შემთხვევა. სულ კი ქვეყნის მასშტაბით აღრიცხულია 1 674 134 კოვიდინფიცირებული.